ბავშვები იზრდებიან გარკვეული კანონების თანახმად. ისინი ქვეყანას მკვლევარებად ევლინებიან. მხარში ამოუდექით მათ გარესამყაროს შესწავლის სურვილში და ამასთან უზრუნველყავით მათი უსაფრთხოება.
ნება მიეცით ბავშვებს დაიწყონ ცოცვა, რაც შეიძლება ადრე. ფაქტობრივად, ბავშვებს ცოცვა დაბადებისთანავე შეუძლიათ, მაგრამ, როგორ წესი, ჩვილებს ისე მჭიდროდ ახვევენ, რომ ისინი ცოცვას გაცილებით გვიან იწყებენ. თუ ბავშვს არ სცივა, მშობლებმა არ უნდა შეზღუდონ მისი მოძრაობები და ზედმეტად ბევრი არ უნდა ჩააცვან.
ყველაფერი ძალზე მარტივია: რაც უფრო მეტს ცოცავს ბავშვი, მით უფრო მალე სწავლობს ოთხ ფეხზე გადაადგილებას, და რაც უფრო მეტს გადაადგილდება ოთხ ფეხზე, მით უფრო უკეთ შეძლებს სიარულს. ბავშვის ფიზიკური განვითარების ყოველი სტადია უზრუნველყობს მომდევნო სტადიის დროულ დადგომას.
ცოცვა გავლენას ახდენს ბავშვის მხედველობაზეც. ჩვილებს არ შეუძლიათ ერთ წერტილს გაუსწორონ თვალი, მაგრამ როდესაც ბავშვი იწყებს ცოცვას, ის იძულებული ხდება გამოიყენოს ერთდროულად ორივე თვალი იმისათვის, რომ ავეჯს არ დაეჯახოს.
პრაქტიკულად ყველაფერს სამყაროს შესახებ ჩვენ ვიგებთ გრძნობის 5 ორგანოს საშუალებით. ჩვილები პირველივე დღიდან ცდილობენ ყველაფერს შეახონ ხელი, დაყნოსონ, გემო გაუსინჯონ, მოუსმინონ. წააქეზეთ ბავშვები და მხარში ამოუდექით მათ ამ მისწრაფებებში .
თუ ბავშვი ხედავს საგანს, ეხება მას , გემოს უსინჯავს და ესმის როგორ ჟღერს სიტყვა, როგორ იწერება ის, ბავშვი შეძლებს მის გამოთქმას და წაკითხვას. ამიტომაა აუცილებელი, რომ კითხვის პროცესი ყველა გრძნობის ორგანოსთან მჭიდრო კავშირში იყოს.
მთელი სამყარო სახალისო საკლასო ოთახად გადააქციეთ. შახლიდან გადიხართ?! მოძებნეთ სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურა, აჩვენეთ ისინი ბავშვს, და მალე, ის თვითონ გიჩვენებთ მათ. წრიული ფორმის - ბორბალი, საჰაერო ბუშტი, მზე, მთვარე, სათვალე, საათი, მონეტები,, მართხკუთხედის ფორმის - კარი, ფანჯარა, წიგნები, საწოლი..., კვადრატული ფორმის - ბალიში, ცხვირსახოცები, მაგიდა (ზოგიერთი), ... სამკუთხედი ფორმის - სახურავები, მთები, კარვები, საახალწლო ნაძვისხეები..
სანამ მაღაზიაში წახვალთ, სთხოვეთ ბავშვს დაგეხმაროთ მაცივრის შემოწმებაში და იმის გარკვევაში, თუ რისი ყიდვაა საჭირო თავად ბავშვისთვის და ოჯახის სხვა წევრებისთვის. სუპერმარკეტში ჯერ მოძებნეთ ის,რაც ბავშვს სჭირდება, თან აუხსენით რისგან და როგორ ღებულობენ ამა თუ იმ პროდუქტს. ყიდვის პროცესი გადაქციეთ თამაშად: ”მოდი, ვნახოთ, ვინ უფრო მალე იპოვის ბურბუშელას”.
ასწავლეთ ბავშვს კონკრეტულ მაგალითებზე დათვლა. დაიწყეთ საგნებიდან, რომლებსაც ბავშვი შეიძლება შეეხოს: ” აი 1 კოვზი, და აი 2 კოვზი”. შემდეგ გადადით თამაშზე: ” შენ გაქვს ერთი ცხვირი, და თვალი რამდენი გაქვს? შენ ერთი პირი გაქვს, და რამდენი ყური? რამდენი თითი? ” ნება დართეთ ბავშვს თვითონ დაითვალოს ფული მაღაზიაში. (ეს ყოველივე რა თქმა უნდა, ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით).
მეტყველება ადამიანის უნიკალურ უნარს წარმოადგენს. ბავშვები ენას მოსმენისას სწავლობენ. ამიტომ ელაპარაკეთ მათ თავიდანვე. გაახმოვანეთ რასაც აკეთებთ. რეგულარულად წაუკითხეთ ბავშვს ხმამაღლა, დაათვალიერებინეთ ფერადი წიგნები. წიგნის ყდები ფერადი უნდა ოყოს. წიგნები ილუსტრაციების და ტექსტის მეშვეობით ააქტიურებენ გრძნობის ორგანოებს, რის შედეგადაც აზრი აღიქმება უფრო იოლად, ემოციონალურ დონეზე.
კითხვის სწავლის პროცესი უნდა მიმდინარეობდეს ბუნებრივად და ბავშვს სიამოვნებას ანიჭებდეს. თუ ბავშვს მიაწოდებთ სალაპარაკო სიტყვებს ბუნებრივ გარემოში მიაწოდებთ, ის კითხვას ისევე ბუნებრივად დაიწყებს, როგორც ლაპარაკს .
სიტყვები, ისევე როგორც ნახატები წარმოადგენენ რეალობის სიმბოლოებს. დახატული ვაშლი - ეს არის რეალურად არსებული ხილის სიმბოლო. იგივე ეხება სიტყვა ” ვაშლი”-ს ჟღერადობას. ბუნებრივია , იგივე შეიძლება ითქვას დაწერილ სიტყვაზე - ”ვაშლი”. ამგვარად, თუ ბავშვს შეუძლია გაიგოს და დაინახოს სიტყვა ”ვაშლი” , თუ მას შეუძლია გემო გაუსინჯოს რეალურ ვაშლს, შეიგრძნოს მისი სურნელი, შეეხოს მას, მაშინ ის სწრაფად ისწავლის ამ სიტყვის წარმოთქმას და კითხვას. ამერიკელი მეცნიერი გლენ დომანი ამტკიცებდა ამ კავშირს 1964 წლიდან, როდესაც მან დაწერა თავისი წიგნი ”ასწავლე ბავშვს კითხვა”.
როგორც დომანი ამტკიცებს, კითხვის სწავლა ისევე ადვილია, როგორც მეტყველების ათვისება. შესაძლოა, უფრო იოლიც, რადგან ხედვის უნარი უფრო ადრე ვითარდება, ვიდრე ლაპარაკის . დავაწეროთ წარწერები სურათებს, რათა ბავშვმა შეძლოს ამოიცნოს დაწერილი სიტყვები ისევე, როგორც წარმოთქმული. დაუწერეთ ბავშვს საკუთარი და მშობლების სახელები , სხეულის ნაწილების სახელწოდებები, იმ ნივთების სახელები, რომლებსაც ირგვლივ ვხედავთ . წარწერები უნდა გაკეთდეს დაახლოებით 7 სმ სიმაღლის ბეჭდური ასოებით.
ბავშვთა ადრეული ასაკის საუკეთესო პროგრამა შეიმუშავა იტალიელმა ექიმმა მარია მონტესორიმ. სხვა მრავალ მეთოდს შორის, მონტესორიმ პირველმა შეიმუშავა ანბანის სწავლების ახალი მეთოდი - არა მხოლოდ ხედვით, არამედ შეგრძნებით და ასოების შეხებით, რომლებიც ხაოიანი ზედაპირის მქონე ქაღალდისგან იყო გამოჭრილი.
მონტესორის სისტემით ბავშვები ოთხი- ოთხწლინახევრის ასაკში “გარღვევას” ახდენენ წერის დაუფლებაში. უკვე ორწლინახევრის ასაკში ბავშვები ითვისებენ იმ უნარ-ჩვევებს, რომლებიც წინ უსწრებენ წერას : მაგ. წერენ ან ხატავენ რაღაცეებს მარჯვნიდან მარცხნივ და ზევიდან ქვევით; ითვისებენ ფურცლის სივრცეს. ბუნებრივია, ისინი უსმენენ ლექსებს,ზღაპრებს, ესწრებიან საუბრებს სხვადასხვა თემებზე - სწორედ ამიტომ ისინი ხუთი წლის ასაკამდე გაცილებით ადრე უკვე წერას ეუფლებიან. აღსანიშნავია, რომ როგორც მონტესორის, ასევე დომანის გამოკვლევები ეხებოდა თავდაპირველად ბავშვებს,რომლებსაც სერიოზული ტვინის დარღვევები აღენიშნებოდათ. ამ კვლევების შედეგად მათ დაადგინეს, რომ ყველა გრძნობათა ორგანოს სტიმულირება ეხმარება ასეთ ბავშვებს ”ნორმალურ”, ჯანმრთელ ბავშვებზე უკეთ გაართვან თავი დასახულ ამოცანებს .
მონტესორიმ შემოიღო ისეთი მეთოდები და სასწავლო მასალა, რომლის მეშვეობითაც გონებრივად ”ჩამორჩენილ ბავშვებსაც” შეეძლოთ ადვილად ესწავლათ კითხვა, წერა, ხატვა და დათვლა ჯერ კიდევ სკოლამდე. მონტესორის დიდი წარმატება ჰქონდა ამ მიმართულებით - მისი ”ჩამორჩენილი” მოსწავლეები წარმატებით აბარებდნენ ყველა სტანდარტულ ტესტს.
მონტესორის მეთოდის თანახმად , პატარა ბავშვს კი არ ”ასწავლიან” წერას, არამედ სხვადასხვა მეცადინეობის შედეგად ბავშვი იძენს გარკვეულ გამოცდილებას , რომელიც საშუალებას აძლევს მას სხვადასხვა უნარ- ჩვევა განავითაროს. უკვე ორწლინახევრის ასაკში ბავშვი სწავლობს წყლის გადასხმას და ფეხსაცმლის გაწმენდას, ავითარებს თვალების და ხელების კოორდინაციას; ხატავს და აფერადებს- სწავლობს ფანქრის და ფუნჯის სარგებლობას; მოგვიანებით - მუშაობს ფორმებთან და შაბლონებთან, აგრეთვე ეცნობა ასოებს,რომლებიც გამოჭრილია ხაოიანი ზედაპირის მქონე ქაღალდისგან ,რათა ბავშვმა შეიგრძნოს მათი ფორმა. ” გარღვევა” ხდება მაშინ, როდესაც ბავშვი თვითონ აღმოაჩენს, რომ შეუძლია წერა.
ადრეული ასაკი ხელსაყრელი დროა იმისათვის , რომ ბავშვმა რამდენიმე ენა შეისწავლოს, მით უმეტეს, თუ ცხოვრობთ იქ, სადაც სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ. თუ ბავშვი ორენოვან გარემოში იზრდება, ის ორივე ენას ისწავლის, თუ მის ოჯახში სამ ენაზე მეტყველებენ, ის სამ ენასაც აითვისებს.
რატომ განიცდიან ბავშვები წარუმატებლობას? იმიტომ, რომ მათ ხანდახან ეშინიათ, ხანდახან რცხვენიათ, ხანდახან კი, უბრალოდ, სწყინდებათ. ბავშვებს უპირველეს ყოვლისა, წარუმატებლობის ეშინიათ: ეშინიათ იმისა, რომ უფროსებს იმედები გაუცრუონ ან მათი უკმაყოფილება გამოიწვიონ. ბავშვებს სწყინდებათ ხოლმე, რადგან ის, რასაც მათ ეუბნებიან ან აკეთებინებენ სახლში და შემდგომში, სკოლაში, უხალისო და ინტერსემოკლებულია. ბავშვმა შეიძლება მოიწყინოს დაღლილობის შემთხვევაში, ამიტომ სახლში საქმიანობისას, როგორც კი შეამჩნევთ რომ ბავშვს ინტერესი ეკარგება, მაშინვე შეწყვიტეთ საქმიანობა. ხანდახან მან შეიძლება მოიწყინოს თუ ესა თუ ის დავალება ან სავარჯიშო ბავშვის გონებრივი შესაძლებლობების მხოლოდ მცირე ნაწილის გამოყენებას მოითხოვს. ბავშვის სწავლების პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანია კარგად განვითარებული ცნობისმოყვარეობა. ბავშვები ახალს უკეთესად ითვისებენ მაშინ,როდესაც აზრიანად სწავლობენ და მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში იყენებენ.
ჯერ კიდევ ХХ საუკუნის დასაწყისში მარია მონტესორიმ დაამტკიცა,რომ ” ბავშვების ადრეული განვითარების ” გასაღებს” წარმოადგენს სიყვარულით და თანადგომით აღსავსე გარემო, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ბავშვის ნიჭის განვითარებას.