ვიდრე სავარჯიშოს კეთებას შეუდგებოდეთ, აჩვენეთ პატარას წიგნი, რვეული . უთხარით რომ ის ქაღალდისგანაა დამზადებული, შემდეგ გააცანით ქვაბი, მაკრატელი და რომელიმე სხვა ლითონის საგანი. აუხსენით, რომ ისინი სხვადასხვა მასალისგანაა დამზადებული. შემდეგ აჩვენეთ ნახატი და სთხოვეთ, რომ ქაღალდისგან დამზადებული საგნები ფანქრით შემოხაზოს , ხოლო ლითონისგან დამზადებული კი -გადახაზოს.