შესვლა მშობლებისათვის

close
ბავშვის ადრეული განვითარებაგანმავითარებელი თამაშები
ჩხაკუნა ცილინდრები
02.02.10

 

statia1.jpgჩხაკუნა ცილინდრები 
მასალა
ხის ორი კოლოფი. ერთი-წითელი, ხოლო მეორე-ლურჯი თავსახურით. თითოეულ კოლოფში დგას 6 ცილინდრი წითელი და ლურჯი თავსახურებით, რომლებიც შენჯღრევისას სხვადასხვანაირ ხმას გამოსცემს (ყველაზე დაბლიდან ყველაზე მაღალ ხმამდე). ყოველ ცილინდრს ერთი კოლოფიდან შეესაბამება მსგავსი ჟღერადობის წყვილი სხვა კოლოფიდან. ჩხაკუნა ცილინდრების ძირზე დატანილია სპეციალური ნიშნულები მათ დასაწყვილებლად, რადგან მათი მოძებნა არც ისე ადვილია.

მიზანი
პირდაპირი
ვიპოვოთ ერთნაირად მოხმაურე ცილინდრები და დავაწყვილოთ.
ირიბი
სმენის განვითარება და დახვეწა, აკუსტიკური ყურადღების გაღვიძება, მოძრაობათა კოორდინაცია, ზოგადი ყურადღების კონცენტრაცია, გარემო სამყაროს შეცნობა და მუსიკალურ ინსტრუმენტზე დასაუფლებლად მომზადება.

პრეზენტაცია
 ბავშვსა და აღმზრდელს მოაქვთ და დგამენ მაგიდაზე ჩხაკუნა ცილინდრებიან კოლოფებს და ათავსებენ ერთმანეთისაგან შორიახლოს. შემდეგ ხსნიან კოლოფებს და თავსახურებს დებენ კოლოფების მახლობლად. აღმზრდელი იღებს ერთ-ერთ ჩხაკუნა ცილინდრს და ანჯღრევს მას, თან მჭიდროდ უკავია დიდი და შუა თითით ძირი და თავსახური. ბავშვი და აღმზრდელი უგდებენ ყურს ცილინდრიდან გამოცემულ ხმაურს. ბავშვიც ცდილობს ამოიღოს კოლოფიდან ცილინდრი და შეანჯღრიოს. უნდა აღინიშნოს, რომ ცილინდრის დაჭერა არ შეიძლება მუჭში, რადგან ასსეთ შემთხვევაში მის მიერ გამოცემული ბგერები დამახინჯდება.
statia2.jpg  ასე თანმიმდევრობით ამოიღება ყველა ცილინდი კოლოფებიდან და მოთავსდება კოლოფების წითელ და ლურჯ თავსახურებზე. ხოლო ორ მათგანს აღმზრდელი დადებს მაგიდაზე შესადარებლად, თუ როგორ ხმაურობენ ისინი.
  თავიდან ამ ცილინდრებს ერთიმეორის მიყოლებით ანჯღრევს აღმზრდელი. იგი წარმოთქვამს: ”მგონი ისინი სხვადასხვანაირად ხმაურობენ!” შემდეგ შეანჯღრევს ბავშვი და ამბობს: ”კი, ისინი სხვადასხვანაირად ხმაურობენ!” ლურჯთავსახურიანი ცილინდრი გადაიდება გვერდზე და მის ადგილს შესადარებლად დაიკავებს შემდეგი. სამუშაო მიმდინარეობს იქამდე, სანამ არ მოიძებნება ორი ერთნაირად მოჩხაკუნე ცილინდრი. მათ წყვილად მოათავსებენ კოლოფებს შორის. როდესაც ბავშვი მიეჩვევა ცილინდრების შედარების რიტუალს, იგი შეძლებს დამოუკიდებლად აწარმოოს ძიება. სამუშაოს დამთავრების შემდეგ, იგი მოათავსებს ცილინდრებს შესაბამის კოლოფებში და დადებს თაროზე.
  კონტროლს შეიცავს თავად მასალა-თავიდან სმენით, ხოლო შემდეგ, ვიზუალურად, ძირებზე დატანილი ნიშნულებით.

ახალი სიტყვები
 ხმამაღალი-ხმადაბალი; ხმამაღალი-უფრო ხმამაღლა-ყველაზე ხმამაღალი; ხმადაბალი-ჩუმად-ძალიან ჩუმად; უფრო ხმამაღალი, ვიდრე... და ა.შ.
 “ხმაურის ელფერის გასარჩევად - წერდა მ.მონტესორი 1913 წელს- ჩვენ ვიყენებთ ვიღებთ კოლოფებს, რომლებიც სავსეა მეტ-ნაკლებად წვრილი ნივთიერებებით (ქვიშიდან კენჭებამდე). ხმაურს ვიწვევთ კოლოფების შენჯღრევით..”
 statia30202144418.jpg ”აღსანიშნავია კიდევ 6 მუყაოს ცილინდრული კოლოფის სერია, რომლებიც დალუქულია ან დახურულია ხის თავსახურებით. თუ მათ შევანჯღრევთ, ისინი გამოსცემენ სხვადასხვა ხმებს-ხმამაღალიდან, ძალიან ჩუმ ხმამდე-იმისდა მიხედვით, თუ რა ნივთიერება ყრია შიგნით. კოლოფების ორმაგი რაოდენობაა. პირველი სავარჯიშო მათთან მდგომარეობს იმაში, რომ ვიპოვოთ ერთნაირად ჟღერადი კოლოფები და დავაწყვილოთ. მეორე სავარჯიშოში ბავშვი ადარებს ერთ ხმას მეორეს: ის აწყობს კოლოფებს ერთმანეთის თანმიმდევრობით ბგერის ინტენსივობის გაძლიერებასთან ერთად-ხმამღალიდან ხმადაბლამდე. ბავშვი მანიპულირებს თავის მაგიდასთან. მასწავლებელი მას აუხსნის და შემდგომ ბავშვი თავისით მუშაობს; ყურადღების კონცენტრაციისათვის შეიძლება თვალების ახვევაც.