შესვლა მშობლებისათვის

close
ბავშვის ადრეული განვითარებაგანმავითარებელი თამაშები
როგორ ვასწავლოთ ბავშვს ქამრის შეკვრა-გახსნა მარია მონტესორის მეთოდიკის დახმარებით
01.12.09



_mg_8404.jpgცნობილია, რომ ქამრებისა და ბალთების ის ნაირსახეობა, რომლითაც სარგებლობდნენ მარია მონტესორის თანმედროვენი, გამოსულია მოდიდან და მათი ნახვა მხოლოდ მუზეუმშია შესაძლებელი. მაგალითად, აზრი არა აქვს ბავშვს ვაჩვენოთ, როგორ უყრიან კორსაჟში ზონარს-ამგვარ კორსაჟებს უკვე დიდი ხანია არავინ ატარებს. ან კიდევ ტყავის ჩარჩო, რომელზეც მიკერებულია ფეხსაცმლის ღილები და მათი შესაკვრელი კაუჭები. ასეთი ჩარჩოს გაკეთებას სთავაზობდა მარია მონტესორი თავის აღსაზრდელებს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ჩარჩოები დღესაც არსებობს მ. მონტესორის დიდაქტიკური მასალების სახელმძღვანელოში, მაგრამ მათთან გაცილებით მეტი ხალისით მუშაობენ უფროსები, რომლებსაც აინტერესებთ კულტურის ისტორია. 
  ის ქამრები და ბალთები, რომლებზეც ქვემოთ ვილაპარაკებთ, არ არის ნახსენები მ. მონტესორის სახელმძღვანელოებში, მაგრამ თანამედროვე ყოფა-ცხოვრებაში ჩვენ ხშირად გვიწევს ქამრების შეკვრა ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე, ამიტომ ვთავაზობთ ბავშვებს გაივარჯიშონ ასეთ ჩარჩოებთან.
  მასალა
  კვადრატული ჩარჩო, რომელზეც მიკრულია თხელი ტყავის ორი ნაწილი ზედ მიკერებული ოთხბალთიანი პატარა ქამრებით.
  მიზანი
  პირდაპირი
  ბავშვი ეჩვევა ქამრის შეკვრასა და გახსნას
  ირიბი
  დამოუკიდებლობა, რთული მოქმედებების თანმიმდევრობა და ანალიზი, მოძრაობის კოორდინაცია, ყურადღების      კონცენტრაცია.
  პრეზენტაცია
        აღმზრდელი და ბავშვი მოიტანენ და დადებენ ჩარჩოს მაგიდაზე. ქამრების ბოლოები უნდა იყოს მიმართული მარცხნივ. აღმზრდელი უჩვენებს ბავშვს, თუ როგორ უნდა გაიხსნას და შეიკრას ბალთები. ის იწყებს მუშაობას ზედა ქამრიდან და ნელ-ნელ ჩამოდის ქვევით. თავიდან ყველა ბალთაში რიგ-რიგობით გამოაძვრენს ქამრების წვერებს. მეორე ნაბიჯი-ბალთების ”ენების” გადაწევა და ქამრების წვერების გამოძვრენა და მარჯვნივ გადაწევაა. მესამე -ბალთების საბოლოო გახსნაა. ტყავის ნაწილების გადაწევისას დავრწმუნდებით, რომ ქამრები საბოლოოდ გახსნილია. შემდეგ ისევ მივატყუპებთ ერთმანეთს და დავიწყებთ ქამრების შეკვრას. ქამრებს და ბალთებს გავუსწორებთ ერთმანეთს და დავიწყებთ შეკვრას ზემოდან. ზუტად იგივე თანმიმდევრობით, როგორითაც ვხსნიდით. ჯერ ქამრის წვერს შევაძვრენთ ბალთის ”ჭიშკარში”, ხოლო შემდეგ შეაძვრენენ ”ბალთის ენას” ქამრის საღილეში. სამუშაო დამთავრებულია, თუ ტყავის ნაწილების გაწევისას ისინი არ გაიწ-გამოიწევიან.