შესვლა მშობლებისათვის

close
ორსულობის და მშობიარობის ფსიქოლოგიაორსულობის ფსიქოლოგია
ორსულობის ფსიქოლოგია

ორსული ქალის მიერ ახალი მდგომარეობის გაცნობიერების ეტაპები
23.03.09

        როდესაც ქალი იგებს, რომ მასში ჩაისახა ახალი სიცოცხლე, ის საოცრად დიდი ემოციების მოზღვავებას გრძნობს. ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ მისი ცხოვრება სრულიად უნდა შეიცვალოს.
        ქვემოთ განვიხილავთ, თუ რა ეტაპებს გადის ქალის ემოციური მდგომარეობა ორსულობის გაცნობიერების პროცესში.

რა შეიძლება გვიამბოს ნაყოფის მოძრაობამ
23.03.09

          ორსული ქალის განცდებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი და მშვენიერი გრძნობა ჩნდება მაშინ, როდესაც ქალი შეიგრძნობს ბავშვის მოძრაობას.  ამ მომენტამდე მომავალ დედას უჭირს იმის წარმოდგენა, რომ ბავშვი, რომელსაც ის ატარებს,  არსებობს მისგან დამოუკიდებლად. ორსულობის ფაქტის ყველა შესაძლო ხერხით დადასტურების მიუხედავად, მომავალი ბავშვის დამოუკიდებელი არსებობა შეიგრძნება მისი ამოძრავების შემდეგ. რაოდენ დიდი გრძნობების მოზღვავებას იწვევს პატარა არსების მიერ გამოწვეული პირველი ბიძგი!

პრენატალური აღზრდის ისტორია
23.03.09

        მეოცე საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს გაჩნდა ფსიქოლოგიის, პედაგოგიკის და მედიცინის  ახალი დარგი – პრენატალური განვითარება და აღზრდა. შეიქმნა ახალი სამედიცინო აპარატურა (ულტრაბგერა, ბოჭკოვანი ოპტიკა), გაჩნდა ნაყოფის ქცევასა და მის მდგომარეობაზე დაკვირვების შესაძლებლობა.

რა გავლენა აქვს დაბადებამდე დედის ურთიერთობას ბავშვთან
23.03.09

        ბოლო წლებში დაბადებამდე პატარასთან ურთიერთობა ფართო განხილვის საგნად იქცა. იწერება წიგნები, იხსნება კურსები, ხდება ახალი მეთოდიკების ათვისება... მიდის საუბრები არა მარტო ნაყოფის განვითარების დიაგნოსტიკაზე, არამედ პრენატალურ ფსიქოლოგიაზე  და პრენატალურ აღზრდაზეც კი – ბავშვის აღზრდაზე დაბადებამდე.  მეცნიერება წინ მიდის და დღეისათვის ემბრიონის განვითარებაზე ძალიან ბევრი რამ გახდა ცნობილი. თუმცა ბავშვთან დაბადებამდე უთიერთობის საკითხი  დღესაც ძალზე აქტუალურია და ბოლომდე არ არის შესწავლილი. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა იმის გაგება, თუ ვისთან ვურთიერთობთ. საამისოდ კი უნდა წარმოვიდგინოთ თუ როგორ ხდება ბავშვის განვითარება მუცლადყოფნის პერიოდში.

ორსული ქალის სულიერი მდგომარეობის ზოგიერთი ასპექტი
19.03.09

ცვლილებათა კრიზისი

        მაშ ასე, ასრულდა თქვენი საწადელი და თქვენს ორგანიზმში გაჩნდა ახალი სიცოცხლე! ორსულობის  პირველი თვეები-ეს უდიდესი ცვლილებების ხანაა არა მარტო ქალის ფიზიოლოგიაში, არამედ მის ფსიქოლოგიაშიც.  “მეს” შინაგან,  ხელშეუხებელ სივრცეში გაჩნდა სხვა ადამიანი, რომლის არსებობასაც უნდა გაეწიოს არა მარტო ანგარიში, არამედ უნდა გარდაიქმნას მთელი ცხოვრება, შეიცვალოს ყველა გეგმა. ყველას არ შეუძლია უსიტყვოდ ამ ცვლილებების მიღება.  იმის მიუხედავად სასურველია თუ არა ბავშვი – მომხდარი მოვლენის გრანდიოზულობა  მთლიანად იკავებს ორსული ქალის ცნობიერებას და იწვევს მასში ათასგვარ კითხვას:

2