შესვლა მშობლებისათვის

close
ორსულობის და მშობიარობის ფსიქოლოგიაორსულობის ფსიქოლოგია
მე ცეკვა მინდა
01.03.10

donna_balla10301134953.jpgმრავალი ჩვენთაგანი თვლის, რომ ორსულობის დროს  ქალმა ბევრი არ უნდა იმოძრაოს. ეს არასწორია, რადგან დედის მოძრაობა ხელს უწყობს ბავშვის მოძრაობის აქტივაციას. ალბათ გარშემომყოფთა აზრის შიში ორსულ ქალებს აიძულებთ იცხოვრონ თითქმის გაუნძრევლად. მაგრამ სინამდვილეში არ არის საშიში გამოიყურებოდეთ სასაცილოდ, ცეკვა დაგეხმარებათ თქვენი სხეული გახდეს დრეკადი და ძლიერი, თქვენი გუნებგანწყობა კი ხალისიანი. მომავალ შვილს ეს ძალიან გამოადგება. ასეთი სახით ბავშვი ვარჯიშობს ჯერ კიდევ მუცელში და დაბადების დროს იბადება ძლიერი და გამძლე. აქედან გამომდინარე, ასეთი ბავშვებისთვის მშობიარობა ადვილად ჩაივლის. ფეხმძიმობა-კარგი დროა ფიზიკური ვარჯიშისთვის. ჩვენი სხეულის ფლობის უნარი ძალიან მნიშვნელოვანია მსუბუქი და ბუნებრივი მშობიარობისათვის. მაგრამ თუ ყოველდღიურ ვარჯიშზე ფიქრით დაითრგუნებით, მაშინ სცადეთ სხვა ხერხით გაიუმჯობესოთ თქვენი ფიზიკური ფორმა და აგრეთვე გუნებგანწყობა-დაიწყეთ ცეკვა.
        ცეკვის თავისუფალი მოძრაობები აჩვევს თქვენს სხეულს სპონტანურობას-თვისებას, რომელიც ძალიან გამოგადგებათ მშობიარობის დროს, როდესაც ინტუიტიურად ეხმარებით ბავშვს სამშობიარო გზის გაკვალვაში და ამ დროს გიწევთ ბევრი მოძრაობა. გარდა ამისა, ცეკვის დროს თქვენ იწყებთ აქტიურად სუნთქვას და ესეც ერთგვარი ვარჯიშია მშობიარობის წინ.
მაგრამ ცეკვა-ეს არა მხოლოდ ფიზიკური დატვირთვაა, ესაა მუსიკალურ სამყაროში საკუთარი ინდივიდუალობის გამოხატვა. ორსული ქალები არაჩვეულებრივად ლამაზად ცეკვავენ, ისინი სათუთად გრძნობენ მუსიკას, მათი მოძრაობები გამოირჩევა სიმსუბუქით და სინატიფით.
        ორსულობა მოითხოვს ქალისაგან შემოქმედებით დამოკიდებულებას იმ ცვლილებების მიმართ, რომლებიც დღენიადაგ წარმოიშობა მათ სხეულსა და სულში. საჭიროა დიდი ძალისხმევა, რათა დაიბადოს ჯანმრთელი ბავშვი. აი რატომაა, რომ თქვენი შემოქმედებითი პოტენციალი გაცილებით მაღალია, ვიდრე ფეხმძიმობამდე. ისარგებლეთ შემთხვევით, რათა გახადოთ თქვენი ცხოვრება ხალისიანი და საინტერესო, უკეთესად შეიგრძნოთ თქვენი პატარას სამყარო და მოემზადოთ ჰარმოინული მშობიარობისათვის.