საიტი ”შვილები” შეიქმნა 2009 წლის ივნისში და ეძღვნება ბავშვებს, მათ აღზრდა-განვითარებას დაბადებიდან მოზარდობის ასაკამდე. ჩვენი საიტის კონცეფცია შესანიშნავად აისახება გამოჩენილი ფსიქოლოგის დორის ლოუ ნოულტის ლექსში სათაურით:
“ბავშვები სწავლობენ იმას, რასაც ხედავენ თავიანთ ცხოვრებაში”
თუ ბავშვი გარემოცულია კრიტიკით,
ის სწავლობს დადანაშაულებას.
თუ ბავშვი ხედავს მტრობას,
ის სწავლობს ჩხუბს.
თუ ბავშვს დასცინიან,
ის იზრდება მორცხვი.
თუ ბავშვს სულ მუდამ არცხვენენ,
ის თავს გრძნობს დამნაშავედ.
თუ ბავშვი გარემოცულია მოთმინებით,
ის სწავლობს მოთმინებას.
თუ ბავშვი მხარდაჭერას გრძნობს,
ის დარწმუნებულია საკუთარ თავში.
თუ ბავშვს აქებენ,
ის სწავლობს სხვათა დაფასებას.
თუ ბავშვს სამართლიანად ექცევიან,
ის სწავლობს სამართლიანობას.
თუ ბავშვი თავს უსაფრთხოდ გრძნობს,
მას სჯერა ჩვენი,
თუ ბავშვს აქეზებენ,
ის კმაყოფილია საკუთარი თავის,
თუ ბავშვი გრძნობს აღიარებას და კეთილგანწყობას,
ის სწავლობს და პოულობს სიყვარულს ამ სამყაროში.
საიტი ფსიქოლოგიური კუთხით განიხილავს ბავშვის აღზრდა-განვითარებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს. მისი მიზანია დაანახოს პირველ რიგში მშობლებს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც ბავშვებთან უწევს ურთიერთობა, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს დაბადებიდან ბავშვებში ნამდვილი და ღირსეული ადამიანური თვისებების ჩანერგვას; და რომ ეს ყველაფერი მიიღწევა მხოლოდამხოლოდ სიყვარულითა და მოთმინებით, ბავშვის პიროვნებისა და მისი ღირსების პატივისცემით.
საიტი “შვილების” ავტორია ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, საქართველოში ანალიტიკური ფსიქოლოგიის განვითარების ჯგუფის წევრი, არტ-თერაპევტი და ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი ანა ცინაძე.