შესვლა მშობლებისათვის

close
პატარები
სახელები
ლექსიკონი

ამბაკო


ნესტორ
არზაყან

აგნესა
ელისო
გულნარა
გუგული, გუგულა
გვანცა
გალინა
ახალი პატარები
"მე ადამიანი ვარ"


3 წლის ნოკას ესმის რიგოლეტოს არია. დედა ეუბნება: "ნოკა, შენ უსმენ ჯუზეპე ვერდის ოპერას." ნოკა პასუხობს: "ალა, ჯუზეპე ბულატინოს თავგადასავალშია." დედას გაეცინა და თავისთვის ჩაილაპარაკა: :" წიწილა ასწავლის კრუხს." ნოკამ იწყინა და ერთხანს გაბუტული იჯდა. მერე კი მიუბრუნდა დედას, ჩახედა თვალებში და დამაჯერებლად უთხრა: " მე ადამიანი ვალ, გესმის, ადამიანი!"

"რა აკლია მაგიდას"


4 წლის დუდუ წიგნს ათვალიერებს. ერთ-ერთ გვერდზე გამოსახულია მაგიდა, რომელსაც აკლია ერთი ფეხი. დედა  ეკითხება:"რა აკლია დუდუ ამ მაგიდას?" დუდუ პასუხობს:"საჭმელი".

"მაყურებელი"


4 წლის დუდუს ეუბნება დედა : "შაბათს თოჯინების თეატრში წავალთ, სპექტაკლს დავესწრებით და შენ მაყურებელი იქნები". ბავშვი პასუხობს:"ალა, მე დუდუ ვიქნები".