|
|
|
ბიჭები გოგონები აგნესა ორგვარად შეიძლება აიხსნას: ან " წმინდა ", " უმანკო " (ბერძნული), ან " კრავი " (ლათინური) აგრაფინა – ლათინური წარმოშობის სახელი. მნიშვნელობა- " აგრიპას კუთვნილი ", " აგრიპასი ". აგრიპა რომაული საგვარეულო სახელია, თავის მხრივ უკავშირდება ბერძნულს და ნიშნავს " ფეხებით წინ დაბადებულს ". ამ სახელს დაერთვის ‘ინ’ სუფიქსი, რომელიც მნიშვნელობით უახლოვდება ქართულ იან-ს (დავითიანი, ვაჩნაძიანი და სხვ.). აზა – არაბული წარმოშობის სახელია მნიშვნელობა-" ძვირფასი ", " საყვარელი ". აიშე – არაბული წარმოშობის სახელია მნიშვნელობა-" ცოცხალი ". ალა – ახალი ნასესხები სახელია ეტიმოლოგია საეჭვოა: ზოგი გერმანულიდან მომდინარედ თვლის, მნიშვნელობის დაუდგენლად, ზოგი ბერძნულს უკავშირებს ( " გაცვლილის ", " სანაცვლოდ მიღებულის " მნიშვნელობით). ალისა – აგრეთვე ახალი ნასესხებია დასავლეთ-ევროპული ენებიდან. ნაწარმოებია კაცის სახელ ალექსისაგან. ანა – ძველი ებრაული წარმოშობის სახელია მნიშვნელობა-" სასურველი ", " სანდომიანი ", " საამო ". ღვთისმშობელ მარიამის დედის სახელია. ამასთანავე ეს სახელი ერქვა წინასწარმეტყველს და რამდენიმე მოწამეს. სახარებასა და სხვა უძველეს ტექსტებში გვხვდება ორგვარი დაწერილობით (ანა||ანნა): " იყო ანა (მუნ ანნა ჩ) წინასწარმეტყუელი, ასული ფანუველისი " (DE ლუკა 2, 36). მოფერებითი ფორმებია: ანუკა, ანო, ანიკო, ანი. ანანა – ძველი ებრაული წარმოშობის სახელია მნიშვნელობა-" გულკეთილი ", " გულმოწყალე ". ისტორიულ დოკუმენტებში გვხვდება ვაჟის სახელადაც (XVI-XVII სს.) ამჟამად უფრო გავრცელებული ფორმაა ანანო (მხოლოდ ქალის სახელად). ანასტასია – ბერძნული წარმოშობის სახელია. მნიშვნელობა-" მკვდრეთით აღმდგარი ", " სიცოცხლეს დაბრუნებული ". იგივე ფუძე გვხვდება ვაჟის სახელადაც (მათ შორის არიან მოწამენიც). ბერძნულში ერთი ფუძიდან ნაწარმოები ქალისა და ვაჟის სახელები ფორმით განსხვავებულია: ანასტას და ანასტასია, ათანასე და ათანასია, ალექსანდრე და ალექსანდრა, ევგენი და ევგენია... სხვა ენებში ეს განსხვავება ზოგან შენარჩუნებულია, ზოგან – არა. ქართულში ანასტასია მხოლოდ ქალის სახელად გვხვდება, ვაჟის სახელი ანასტასი კი თარგმნილია (ესაა აღდგომელა, რომელიც დღეს სახელად აღარ გვხვდება, მაგრამ შემონახულია აღდგომელაშვილის გვარში). ანასტასიას შემოკლებული ფორმებია: ტასო, ტასიკო, ნასტა, ნასტია. ანგელინა – ამ სახელის ფუძე ბერძნულია. ანგელ, ანგელოს თავდაპირველად ნიშნავდა " ამბის მომტანს ", " მოამბეს ", შემდეგ მნიშვნელობა დაუვიწროვდა და ნიშნავდა მხოლოდ " ღვთის მოამბეს ", " ღვთის მახარობელს " (ანგელოზს). ამ სიტყვას ლათინურში დართული აქვს ‘ინ’ სუფიქსი (იხ. ზემოთ – აგრაფინა) და ამ გზით მიღებულია საკუთარი სახელი ანგელინა. ანეტა – მიღებული ჩანს ანა-ს ფრანგული კნინობითი ფორმისაგან (ანეტ). არიადნა – ბერძნული წარმოშობის სახელია. მნიშვნელობა-" ძლიერ მოსაწონი ". ანტიკურ მითოლოგიაში ეს სახელი ჰქვია მეფე მინოსის ასულს, რომელასც შეუყვარდა ეგეოსის შვილი – გმირი თეზევსი და დაეხმარა მას დაემარცხებინა კაციჭამია ურჩხული მინოტავრი და მშვიდობიანად დაეღწია თავი ლაბირინთისათვის, სადაც ურჩხული იმყოფებოდა. ასია – არაბული წარმოშობის სახელია. მნიშვნელობა-" მანუგეშებელი ", " მკურნალი ". ასინეთ – ძველი ებრაული სახელია ზუსტი ეტიმოლოგია არ მოეპოვება. განმარტავენ როგორც " ნეითისა " ( " ნეითისადმი შეწირული " ან " ნეითის მსახური ". ნეითი და ნეითა ეგვიპტელთა სიბრძის ღვთაების სახელწოდებაა). ასმათ – არაბული წარმოშობის სახელია. მნიშვნელობა-" უმწიკვლო ", " უმანკო ", " პატიოსანი ". არაბულში იხმარება ქალის დასახასიათებლად, საპატიო ეპითეტად. საკუთარ სახელად პირველად " ვეფხისტყაოსანში " გვხვდება და მისი მეშვეობით შემდგომში ფართოდ გავრცელდა. ბაბალე – ბერძნული წარმოშობის სახელია. მნიშვნელობა- " უცხოელი ", " არაბერძენი ". ბერძნულსა და ზოგ სხვა ენაში გვხვდება როგორც ქალის, ისე ვაჟის სახელად. ამ სახელით ცნობილია რამდენიმე წმინდანი. მრავალ ენაში ეს სიტყვა ნასესხებია საზოგადო სახელის მნიშველობითაც ( " ბარბაროსი ", რუსული варвар). ქართულში ქალის სახელად ბერძნულიდან ნასესხები პირველადი ფორმაა ბარბარე, მისი დისიმილაციით მიღებულია ბარბალე, რ-ს დაკარგვით – ბაბალე, შემოკლებით - ბაბი. გვხვდება აგრეთვე ნაირფეროვანი საალერსო ფორმები: ბაბე, ბაბული, ბაბულია, ბაბუცი, ბაბუცა. ამავე სახელის რუსული გზით შემოსული ფორმებია: ვარვარა, ვარა, ვარიჩკა. ზოგი მკვლევარის აზრით, ეს სახელი უკავშირდება არა ბერძნულს, არმედ შუმერული ქალღმერთის სახელს. ბაბილინა – ლათინური წარმოშობის სახელია. მნიშვნელობა-" ბაბილოსი ". ვაჟის სახელს ბაბილოს, რომელიც წარმოშობით სირიულია და " აჯანყებულს " ნიშნავს, დართული აქვს ლათინური სუფიქსი ინ(ა) და ქცეულია ქალის სახელად (შეადარეთ აგრაფინა, ანგელინა). საალერსო ფორმებია: ბაბი, ბაბილა. ბაია – როგორც ჩანს, ქართული მინდვრის ყვავილის სახელია ქცეული ქალის სახელად ბაია გვხვდება ვაჟის სახელადაც, საიდანაც მიღებულია გვარი ბაიაშვილი (ისტორიული დოკუმენტებში დასტურდება XIII ს-დან), მაგრამ ეს ვაჟის სახელი სულ სხვა წარმოშობისა უნდა იყოს. ბაისო – არაბული წარმოშობის სახელია მნიშვნელობა- " თეთრი ". ბეატრისა – ლათინური წარმოშობის სახელია. მნიშვნელობა-" ბედნიერი ". ბედისა – ქართული წარმოშობის სახელია ამავე სახელის კოლხური ვარიანტია ბედიშა. ბელა – ლათინური წარმოშობის სახელია. მნიშვნელობა-" ლამაზი ". ბორენა – სკვითურ-ალანური წარმოშობის სახელია. მნიშვნელობა- " წაბლისფერთმიანი ". ეს სახელი ერქვა საქართველოს დედოფალს XI ს-ში, ბაგრატ IV-ის მეუღლეს, რომელიც ოსთა მეფის ასული იყო. ზოგი მას აიგივებს პოეტ ქალთან, რომელიც ღვთისმშობლისადმი მიძღვნილ იამბიკოში თვითონვე ახსენებს თავის სახელს: " ქალწულო, მიხსენ ბორენა ჭირმრავალი ". ბორენა ერქვა აგრეთვე ცოტნე დადიანის მეუღლეს (XIII ს.). შეადარეთ შორენა. ბროლა – ქართული წარმოშობის სახელია. აქედანაა გვარები: ბროლაშვილი, ბროლაძე (ისტორიული დოკუმენტებში დასტურდება XVII ს-დან). გაიანე – ბერძნული წარმოშობის სახელია. მნიშვნელობა- " მიწიერი ". საეკლესიო კალენდრის მიხედვით ნიშნავს " მწვანეს " (ეტიმოლოგიები საეჭვოა). წმინდა მოწამის სახელია. გალინა – ბერძნული წარმოშობის სახელია. მნიშვნელობა-" წყნარი ", " მშვიდი ", " აუღელვებელი ". გედია – ქართული წარმოშობის სახელია. გვხვდება ვაჟის სახელადაც, რასაც მოწმობენ ისტორიული საბუთები (XVII ს.) და გვარი გედიაშვილი. გვანცა – ქართული წარმოშობის სახელია. მნიშვნელობა- სვანურად გვანც - " ჭინჭრაქა ", გადატანით ნიშნავს " ცელქს ", " მოუსვენარს ". გიული – სპარსული წარმოშობის სახელია. შემოსულია თურქულის გზით: " ვარდი ". გოგოლა – ქართული წარმოშობის სახელია. მნიშვნელობა დაუდგენელია. საეჭვოა, რომ გოგონა-ს ფონეტიკურ ვარიანტს წარმოადგენდეს, რადგან წინათ კაცის სახელიც ყოფილა (შეადარეთ გვარები გოგოლაძე, გოგოლაშვილი, გოგოლაური). გუგული, გუგულა – ქართული წარმოშობის სახელია. გულდა – სპარსული წარმოშობის სახელია. სრული ფორმაა გულანდამ||გულანდარ ( " ვარდისტანა ", " ვარდსხეულა "). იხ. ვაჟის სახელი გულდამ, გულდა. გულვარდი – ქართული წარმოშობის სახელია. ამ სახელში შერწყმულია სპარსული სიტყვა გულ და მისი ქართული შესატყვისი ვარდი. ამ სახელისაგან ნაწარმოებია გვარი გულვარდაშვილი (წარმოების მხრივ შეადარეთ შერლომ, ხვარამზე). გულთამზე – ქართული წარმოშობის სახელია. გულია – ქართული წარმოშობის სახელია. ისტორიულ საბუთებში (XVI-XVII სს.) გვხვდება ვაჟის სახელადაც, აქედანაა გვარი გულიაშვილი. გულიზარ, გულიზა – სპარსული წარმოშობის სახელია. მნიშვნელობა-" ვარდნარი ", " ყვავილნარი ". გულიკო – ქართული წარმოშობის სახელია. ნაწარმოებია გულ სიტყვისაგან საალერსო იკო სუფიქსის დართვით, გვხვდება კაცის სახელადაც. მის სრულ ფორმად ითვლება გულისა. გულისა – ქართული წარმოშობის სახელია. აქედანაა გვარი გულისაშვილი. ამავე სახელის კოლხური ვარიანტია გულიშა. გულისვარდი – ქართული წარმოშობის სახელია. გულნაზ – სპარსული ქართული წარმოშობის სახელია. მნიშვნელობა-" კოხტა ყვავილი ". გულნარა – სპარსული წარმოშობის სახელია. მნიშვნელობა- " ბროწეულის ყვავილი ". გულო – ქართული წარმოშობის სახელია. გვხვდება კაცის სახელადაც. გულსუნდა – ქართული წარმოშობის სახელია. გულქან – სპარსული წარმოშობის სახელია. მნიშვნელობა- " მოწყვეტილი ვარდი ". მოფერებითი ფორმაა გუქა. გულჩინა – სპარსული წარმოშობის სახელია. მნიშვნელობა-" მოკრეფილი ვარდი ". გულჩორა – სპარსული წარმოშობის სახელია. მნიშვნელობა- " ვარდის სახის მქონე ", " პირვარდა ". გურანდა – გურანდუხტის შემოკლებული ფორმაა. გურანდუხტ – სპარსული წარმოშობის სახელია. მნიშვნელობა-" გურამის (გვარამის) ასული ". საქართველოს სამეფო კარზე ძველთაგანვე ძალიან გავრცელებული სახელი იყო. ეს სახელი ერქვა, მაგალითად: ვახტანგ გორგასლის დას, დავით აღმაშენებლის მეუღლეს და ბევრ სხვას. დავარ – სპარსული წარმოშობის სახელია. მნიშვნელობა-" სამართლის მქნელი ", " მსაჯული " (წარმოადგენს მეფეთა ეპითეტს და მიღებული აქვს ზოგადად " მეფის " მნიშვნელობაც). " ვეფხისტყაოსნის " ერთ-ერთი პერსონაჟის, ნესტან-დარეჯანის მამიდის სახელია. არსებობს გვარი დავარაშვილი. დალი – ქართული წარმოშობის სახელია. მნიშვნელობა-ნადირობის ქალღმერთის სახელია. დარეჯან – წარმოადგენს მეორე ნაწილს სახელისა ნესტან-დარეჯან. მნიშვნელობა-( " სწორუპოვარი "). მისი მოფერებითი ფორმებია დარია, დარო, დარიკო. დარეჯან-ისაგან ნაწარმოებია გვარი დარჯანია. დარია დამოუკიდებელი სახელიც არის, ნიშნავს " მფლობელს ". დაფინე – ლათინური წარმოშობის სახელია. მნიშვნელობა-" დაფნა ". ხალხში გავრცელებული ფორმაა დოფინა. მნიშვნელობის მხრივ იგივეა, რაც ლაურა. დედიკა – ქართული წარმოშობის სახელია. მნიშვნელობა- მისივე ვარიანტული ფორმებია: დედუკა, დედუნა. დედისიმედი – ქართული წარმოშობის სახელია. მნიშვნელობა-საეკლესიო კალენდრით მას შეეფარდება ელპიდა ("იმედი"). დედისიმედი ერქვა საქართველოს ისტორიიდან ცნობილ რამდენიმე ქალს, - მაგალითად, ყვარყვარე ათაბაგის მეუღლეს, ქაიხოსრო ათაბაგის მეუღლეს (ქეთევან წამებულის დას) და სხვ. ეს სახელი ჰქვია კონსტანტინე გამსახურდიას " დავით აღმაშენებლის " ერთ-ერთ მთავარ გმირ ქალს. დენოლა – ქართული წარმოშობის სახელია. მნიშვნელობა-სვანურად ნიშნავს " გოგონას ". დესპინე – ბერძული წარმოშობის სახელია. მნიშვნელობა- " ქალბატონი ". მოფერებითი ფორმაა დესი. ეს სახელი ჰქვია ეგნატე ნინოშვილის " ჩვენი ქვეყნის რაინდის " მთავარ გმირ ქალს. დიანა – ლათინური წარმოშობის სახელია. მნიშვნელობა- მთვარის, ტყის, ნადირობის ქალღმერთის სახელია. ბერძნულში მისი შესაფარდია არტემიდა. ბერძნული მითოლოგიით, ის იყო იუპიტერის შვილი და გამოხატავდნენ ხელში მშვილდით, თავზე ნახევარმთვარით. მისი დღესასწაული საბერძნეთში აზიიდან შევიდა. დინარა – წარმოადგენს ქართული თამარ-ის სახეცვლილ ფორმას რუსულში. ცნობილია რუსული " თქმულება დინარაზე ", ე.ი. ქართველ თამარზე. დოდო – ქართული წარმოშობის სახელია. მოფერებით: დოდონა, დოდიკა, დოდიკო. წარმოადგენს გოგო-ს სახეცვლილ ფორმას, როგორც მას გამოთქვამენ ჩვილი ბავშვები. დოდო გვხვდება აგრეთვე კაცის სახელად, რომელიც სულ სხვა წარმოშობისაა (ბიბლიური სახელია და " ღვთის მეგობარს " ნიშნავს). დომინიკა, დომნიკა – ლათინური წარმოშობის სახელია. მნიშვნელობა- " უფლისა " (უფლის, ბატონის საკუთრება), ანდა: " კვირისა " (კვირას დაბადებული). დომნა – ლათინური წარმოშობის სახელია. მნიშვნელობა-" ქალბატონი ", " დიასახლისი " (მნიშვნელობის მხრივ შეადარეთ მატრონა). დომუს ლათინურად ნიშნავს " სახლს " (შეადარეთ რუსული дом). ამ ფუძეზე ‘ინ’ სუფიქსის დართვით (დომ-ინ-ა) მას ეძლევა " დიასახლისის " მნიშვნელობა. აქედანვეა სიტყვები: დომინიონი, დომინირება, ესპანელ აზნაურთა ტიტული დონ და სხვა. დუდუხანა, დუხუნა – ქართული წარმოშობის სახელია. მნიშვნელობა-" ჩასუქებული ". ევა – ძველი ებრაული წარმოშობის სახელია. მნიშვნელობა-" ცოცხალი ". ბიბლიის მიხედვით, ეს სახელი ერქვა ქვეყნად პირველ ქალს, რომელიც ღმერთმა პირველი კაცის – ადამის ნეკნისაგან შექმნა და მის მეუღლედ აქცია. მისი კნინობითია ევროპულ ენებში გავრცელებული ეველინა. ევდოკია – ბერძნული წარმოშობის სახელია. მნიშვნელობა- " წყალობა ", " სათნოყოფნა ". ხალხში გავრცელებული ფორმებია ედუკია, ედუკი, შემოკლებული – ევდო (აქედანაა პოეტ იროდიონ ხოსიტაშვილის ფსევდონიმი ევდოშვილი). ეთერ – ძველი ებრაული წარმოშობის სახელია. მნიშვნელობა-" ვარსკვლავი ", ან (ბერძნული) " ჰაერი ", " ეთერი ". აქედანაა გვარი ეთერია. ქართულ ხალხურ ლეგენდაში ეთერი ჰქვია ულამაზეს მწყემს ქალიშვილს, რომელიც შეუყვარდა მეფისწულ აბესალომს. ამ ლეგენდის სიუჟეტზეა აგებული ზაქარია ფალიაშვილის ოპერა " აბესალომ და ეთერი ". ეკატერინე – ბერძნული წარმოშობის სახელია. მნიშვნელობა- " წმინდა ", " უმწიკვლო ". შემოკლებული ქართული ვარიანტია ეკა. ელენე – წარმოშობით წინარებერძნულია დაახლოებით განმარტავენ როგორც " ნათელს ", " მანათობელს ".ერთ-ერთი იმ სახელთაგანია, რომლებიც მთელ მსოფლიოშია გავრცელებული სხვადასხვა ფორმით (ელა, ელია, ლესია, ლენა, ნელი და სხვა). ბერძნულ მითოლოგიაში ამ სახელით ცნობილია ულამაზესი დედოფალი – ელენე. ქართულში ამ სახელის მოფერებითი ფორმებია: ელო, ელიკო, ლენა, ნელი, ლელიკო. ელეონორა – შესაძლოა მომდინარეობდეს ძველი ბერძნულიდან. შესაძლოა ნიშნავდეს " მოწყალებას ", თანაგრძნობას ". მისი შემოკლებული ფორმაა ნორა. ელზა – ახალი ნასესხებია ევროპული ენებიდან. ელისაბედ-ის კნინობით ფორმას წარმოადგენს. ელიკო – ელენე-ს კნინობითი ფორმაა. მხოლოდ ქართულში გვხვდება და ცალკე სახელად ქცევის ტენდენცია ახასიათებს. ელისაბედ – ძველი ებრაული წარმოშობის სახელია. მნიშვნელობა- " ღვთის მოფიცარი " (სიტყვა-სიტყვით: " ღმერთს ვფიცავ ", " ღმერთის ფიცი ჩემი "). მისი მოფერებითი ფორმებია: ლიზა, ლიზიკო. ელისო – ქართული სახელია. შესაძლოა მიღებული იყოს ელისაბედ-ის შემოკლების გზით. ელისო ჰქვია ალექსანდრე ყაზბეგის ამავე სახელწოდების მოთხრობის გმირს. ელპიდე – ბერძნული წარმოშობის სახელია. მნიშვნელობა-" სასოება ", " იმედი " (შეადარეთ ქართული იმედა, დედისიმედი, რუსული ნადეჟდა). ხალხში გავრცელებული ფორმაა ელპიტე. ეპრაქსია – ბერძნული წარმოშობის სახელია. მნიშვნელობა- " კეთილდღეობა ", " კეთილმოქმედება ". ხალხური ფორმებია: ეპრაქსია, ეპრასია, ეპრასი (შეადარეთ სიტყვა პრაქტიკა - " მოქმედება ", " საქმიანობა "). ეფემია – ბერძნული წარმოშობის სახელია. მნიშვნელობა- " ღვთისმოსავი ", " ღვთისმოყვარე ". მის კნინობით ფორმად ითვლება ქართულში: ფეფო, ფეფიკო, ფეფენა, ფეფელა (თუმცა წარმოშობით ესენი დამოუკიდებელი სახელები ჩანს). ეფროსინე – ბერძნული წარმოშობის სახელია. მნიშვნელობა-" სიხარული ", " მხიარულება ". შემოკლებული ფორმაა ეფრო. ეშხა – ქართული წარმოშობის სახელია. ვარიანტული ფორმებია: ეშხანა, ეშხია. თვით სიტყვა ეშხი არაბულია. თინათინ – ქართული " მზის სხივის ანარეკლი ", " მოციმციმე სხივი ". " ვეფხისტყაოსნის " ერთ-ერთი მთავარი გმირი ქალის სახელია და ამ პოემის წყალობით ძალზე გავრცელდა ქართულში. მისი მოფერებითი ფორმებია თინა, თიკო, თინიკო, თინუკა, თინანო. ია მაგდა მაგდანა მადლენა ნესტან – ნესტან-დარეჯან-ის პირველი ნაწილია, ქცეული ცალკე სახელად. ნესტან-დარეჯან მომდინარეობს სპარსული გამოთქმისაგან ნესთ ანდარე ჯაჰან - " სწორუპოვარი ", უფრო ზუსტად: " არ არის ქვეყნად (მისი ტოლი) ". ეს სახელი ჰქვია " ვეფხისტყაოსნის " მთავარ გმირ ქალს. სრული (კომპოზიტიური) ფორმა, გარდა " ვეფხისტყაოსნისა ", დადასტურებულია ისტორიულ ძეგლებში (იხ.საქართველოს სიძველენი, III, 140). ამჟამად როგორც ნესტანი, ისე დარეჯანი გვხვდება ცალ-ცალკე სახელებად (იხ. დარეჯან). ტასო ტატიანა ტერეზა ქეთევან ქრისტინე |
|