|
|
|
# 206, 28.01.12 თქვენი ხმა მიღებულია
"იმიტომ რომ ფაფას მიხარშავ!" დედა ეუბნება 4 წლის გოგლიკოს: - იცი რა ძალიან მიყვარხარ?! და შენ დედიკო, გიყვარვარ? გოგლიკო პასუხობს: - კი, მეც მიყვარხარ! დედა ეკითხება: და რატომ გიყვარვარ? გოგლიკო: - იმიტომ რომ ფაფას მიხარშავ! # 207, 28.01.12 თქვენი ხმა მიღებულია
" რისგან გარდაიცვალა ნიკოლო პაგანინი" ერთხელ 5 წლის გოგლა და ნოკა უყურებენ ტელევიზორს, სადაც აჩვენებენ ფილმს ნიკოლო პაგანინის შესახებ. უცებ გოგლა კითხულობს: "ნეტავ ეს მუსიკოსი რისგან მოკვდა?" ნოკა მაშინვე პასუხობს: "ისე ბევრი დაუკრა, რომ ქანცი გაუწყდა, დაიღალა და მოკვდა." # 208, 28.01.12 თქვენი ხმა მიღებულია
"რატომ არ იცი სიმღერა?" ერთხელ ოთხიწლინახევრის გოგლიკო ბებოს სთხოვს: "მიმღერე რა ის სიმღერა, დედიკო რომ მიმღერის ხოლმე?!" ბებომ სიმღერა თავისებურად შეასრულა. ბავშვმა სიმღერა რომ მოისმინა, ეუბნება: "ბაზარში დადიხარ და საჭმელს ყიდულობ, სახლს ალაგებ, სადილს აკეთებ, ნამცხვრის კეთებაც იცი და სიმღერა რატომ არ შეგიძლია?!" # 210, 28.01.12 თქვენი ხმა მიღებულია
"პატარა ფსიქოლოგი" ექვსი წლის დუდუმ მულტფილმის "მონსტრები უცხოპლანეტელების წინააღმდეგ" ნახვის შემდეგ განაცხადა:" მე ვიცი, რატომ გახდა ამ მონსტრების შემქმნელი მეცნიერი ბოროტი." მამა ეკითხება: "რატომ გახდა?" დუდუ პასუხობს:"იმიტომ რომ დედა არ ჰყავდა, რომ ეთქვა, რა ცუდად იქცევა და თანაც პატარა რომ იყო, სათამაშოებს ართმევდნენ." # 18, 24.06.09 თქვენი ხმა მიღებულია
"მე ადამიანი ვარ" 3 წლის ნოკას ესმის რიგოლეტოს არია. დედა ეუბნება: "ნოკა, შენ უსმენ ჯუზეპე ვერდის ოპერას." ნოკა პასუხობს: "ალა, ჯუზეპე ბულატინოს თავგადასავალშია." დედას გაეცინა და თავისთვის ჩაილაპარაკა: :" წიწილა ასწავლის კრუხს." ნოკამ იწყინა და ერთხანს გაბუტული იჯდა. მერე კი მიუბრუნდა დედას, ჩახედა თვალებში და დამაჯერებლად უთხრა: " მე ადამიანი ვალ, გესმის, ადამიანი!" # 19, 24.06.09 თქვენი ხმა მიღებულია
"ცვეულებლივი წკალი" 3 წლის ნოკა: "დედიკო წყალი დამალევინე რა!.."დედა: "ნოკა, ალუბლის კომპოტი ხომ არ გინდა, ან ასკილის ჩაი, ან კაკაო?.."ნოკა (გაღიზიანებული ტონით): "დედიკო, ცვეულებლივი წკალი მინდა, ცვეულებ-ლი-ვი!" # 16, 22.06.09 თქვენი ხმა მიღებულია
"რრრრრრრრრრ" 5 წლის დუდუს დედა ეუბნება: "ჩემი გმირი, ჩემი ლომი...." . ბავშვი პასუხობს: "რრრრრრრრრ-ასოს ხომ ვერ ვიძახი, ლომი როგორ ვიქნები?!" # 8, 15.06.09 თქვენი ხმა მიღებულია
"ავტობუსი" 3 წლის დუდუ იყურება ფანჯრიდან და ამბობს: "უი, ავტობუსი!" "სად არის დუდუ ავტობუსი?"- დედა ეკითხება, რადგან ვერ ხედავს. დუდუ პასუხობს: "წავიდა". # 9, 15.06.09 თქვენი ხმა მიღებულია
"მაყურებელი" 4 წლის დუდუს ეუბნება დედა : "შაბათს თოჯინების თეატრში წავალთ, სპექტაკლს დავესწრებით და შენ მაყურებელი იქნები". ბავშვი პასუხობს:"ალა, მე დუდუ ვიქნები". # 12, 15.06.09 თქვენი ხმა მიღებულია
"რა აკლია მაგიდას" 4 წლის დუდუ წიგნს ათვალიერებს. ერთ-ერთ გვერდზე გამოსახულია მაგიდა, რომელსაც აკლია ერთი ფეხი. დედა ეკითხება:"რა აკლია დუდუ ამ მაგიდას?" დუდუ პასუხობს:"საჭმელი". # 13, 15.06.09 თქვენი ხმა მიღებულია
"რისთვისაა ცეცხლი" 4 წლის დუდუს ეკითხება დედა: "რისთვისაა ცეცხლი?" "გასათბობად"-პასუხობს დუდუ. "კიდევ?""მწვადების შესაწვავად." -ეუბნება დუდუ. # 14, 15.06.09 თქვენი ხმა მიღებულია
"არცერთი" 5 წლის დუდუს დედა აძლევს ოთხ ბარათს და ეკითხება: "რამდენი ბარათი მიჭირავს ხელში?" დუდუ ართმევს ყველას და ღიმილით პასუხობს: "არცერთი, 0." # 15, 15.06.09 თქვენი ხმა მიღებულია
"მაგია" 4 წლის დუდუმ ხელისგულზე მიიკრა სამი მონეტა და სიამაყით გაიძახოდა:"ჯადოქარი ვარ!" როდესაც მონეტები ძირს დაცვივდა, დუდუმ თქვა:"ჩემს მაგიას ელემენტები დაუჯდა." # 173, 15.02.10 თქვენი ხმა მიღებულია
"მუდამ მეყვარები" 5 წლის დუდუ დედას ეუბნება: - დედიკო, სულ მეყვარები, სულ მუდამ, მოხუცებული ქალიშვილი რომ იქნები მაშინაც კი. # 204, 13.01.12 თქვენი ხმა მიღებულია
"მით მეტი უჯრედი გვემატება" ექვსი წლის დუდუს დედამ უთხრა, რომ ყველა ცოცხალი ორგანიზმი უჯრედებისგან შედგება. თვალსაჩინო რომ გაეხადა თავისი ნათქვამი, დედამ შვილს ლიმონის რბილობი აჩვენა და უთხრა: "ლიმონის ნაჭერს რომ შეხედო, თვალითაც კი დაინახავ უჯრედებს". დუდუმ ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ წამოიძახა:"მივხვდი! რამდენი ლიმონის უჯრედსაც ვჭამთ, მით უფრო მეტი უჯრედი გვემატება, ჰო?!" # 20, 09.07.09 თქვენი ხმა მიღებულია
"დიდი დედიკო გაიზარდეო" სამი წლის ეკამ დააცემინა. დედამ უთხრა:"დიდი გოგო გაიზარდეო!" მერე დედიკომ დააცემინა. ეკამ პასუხად:"დიდი დედიკო გაიზარდეო!" |
ისტორიის დამატება |